SANGU-ში კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

პირველად საქართველოში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU) პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების ერთობლივ ინგლისურენოვან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე მიღებას აცხადებს.

უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ირაკლი ბრაჭულის თქმით, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების სკოლა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საუკეთესოდ არის აღიარებული.

მისივე განცხადებით, კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი - ქართულ-ამერიკული აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ.

„ჩვენს ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასაც ხარისხიანი ინოვაციური განათლება შეცვლის და ჩვენმა უნივერსიტეტმა ამერიკულ პარტნიორულ უნივერსიტეტ NKU-თან ერთად, ასეთი განათლების მიღების ახალი შესაძლებლობა შექმნა. ეს არის მომავლის პროფესია - კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულს ქართულ-ამერიკულ აკადემიურ ხარისხს ანიჭებს.

ეს ორივე უნივერსიტეტის მუშაობის შედეგად შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამაა. ჩვენს უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაზა, პერსონალი, ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია, ხოლო ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში სწორედ ეს კიბერუსაფრთხოების სფერო არის განვითარებული სახით წარმოდგენილი.

დღეისათვის მსოფლიოში კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რომელიც ამ ორი უნივერსიტეტის პარტნიორობით უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენს კურსდამთავრებულებს ქვეყნიდან გაუსვლელად ძალიან დიდი დასაქმების პერსპექტივა ეძლევათ, არა მარტო საქართველოში არამედ, საერთაშორისო შრომით ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ბრაჭულმა.

რექტორის ინფორმაციით, სწავლის პერიოდში სტუდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 კვირით გაემგზავრებიან.

„სწავლის პერიოდში სტუდენტები 2 კვირით შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. მოისმენენ ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას, იცხოვრებენ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კამპუსთან. ასევე, ამერიკელი პროფესორები წელიწადში ორჯერ ჩვენს უნივერსიტეტს ეწვევიან და ინტენსიურ ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ“, - აღნიშნა რექტორმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ერთობლივ საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 19 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრიატ დამთავრებულთათვის.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით