სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის მედია სწავლება - #NobleResponse 2022 გაიმართება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 28 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2022“ (Noble Response 2022) გამართავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 20 სექტემბერი.

პროექტის მიზანი რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტების, რეპორტიორებისა და ოპერატორების გადამზადებაა.

მონაწილეობის მსურველები 4 დღის განმავლობაში, 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 4 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.

სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

პრაქტიკული ნაწილი რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 8 სექტემბერს და გაგრძელდება 20 სექტემბრის 17.00 საათამდე. სულ შეირჩევა 20 კანდიდატი.

სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელსაც უმუშავია ან დაინტერესებულია უსაფთხოების და თავდაცვის თემატიკით.
  • ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მედიასაშუალების შტატიანი ან ხელშეკრულებიანი თანამშრომელია;
  • მედიასწავლებაში მონაწილეობის მიღებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც შეძლებენ.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა, რეპორტიორმა, ფოტო-რეპორტიორმა, ოპერატორმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობის ასლი; ორი ფოტო სურათი ¾ (მათ შორის ელ-ვერსიაც); ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა #100); რეზიუმე (CV); სამოტივაციო წერილი;

საბუთების გადარჩევის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგებთან;

ინფორმაცია და დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: stratcom@mod.gov.ge ან ჩააბაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე