დავით უსუფაშვილი - რა არის სახალხო დამცველის თანამდებობაზე შვიდი კაცის დასახელების რეალური მიზანი? - ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არც კი იფიქროს, რომ ერთ კანდიდატზე შეჯერდეს

რა არის ამ შვიდი კაცის დასახელების რეალური მიზანი? - ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არც კი იფიქროს, რომ ერთ კანდიდატზე შეჯერდეს, - ასე აფასებს „ლელოს“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სახალხო დამცველის არჩევის იმ ახალ წესს, რომლის მიხედვით, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

უსუფაშვილმა კრიტიკული პოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოხატა, სადაც რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავენ.

„უმრავლესობის წარმომადგენლებისგან ორი ასეთი განცხადება მოვისმინეთ: - ჩვენ სახალხო დამცველის კანდიდატს არ დავასახელებთ, თუ რაღაც საშინელება არ ხდება. მეორე მხრივ - იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება და ჩართულობა, მინიმუმ შვიდი კანდიდატი უნდა დასახელდეს. აი, ამ ორი მიდგომის ერთად თქმა კითხვას არ აღძრავს?! რა არის ამ შვიდი კაცის დასახელების რეალური მიზანი? - ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არც კი იფიქროს, რომ ერთ კანდიდატზე შეჯერდეს, ოპოზიციამ მინიმუმ შვიდი კანდიდატი დაასახელოს იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ იქიდან რომელიმე ერთის ამორჩევა გაგვიადვილდეს, რომელიც ჩვენ მოგვეწონებაო... აი, ეს არის ამ ყველაფრის არსი და არანაირი პლურალიზმი და არანაირი ზრუნვა პარიზის კონვენციაზე“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს