ლევან დავითაშვილი USAID-ის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს ჯონ პენელს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს ჯონ პენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და USAID- ს შორის ურთიერთობები, სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და სამომავლო პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ვიცე-პრემიერმა USAID-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. ხაზი გაესვა იმ როლს, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

„ყურადღება გამახვილდა USAID–ის ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. ითქვა, რომ სააგენტო სამომავლოდაც განაგრძობს საქართველოში რეფორმების და კერძო სექტორის მხარდაჭერას.

ლევან დავითაშვილმა USAID- ის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატება უსურვა ახალ პოსტზე და აღნიშნა, რომ მიესალმება კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა