შიდა ქართლში 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრი დეტალებზე საუბრობს

შიდა ქართლში, არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოზარდის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც 12 წლის ბავშვზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა, არასრულწლოვნის მეზობელია.

„აქვე ცხოვრობს, ჩვენს მეზობლად, ამავე კორპუსში, როდესაც მომხდარის შესახებ გავიგეთ, ჯერ გვეგონა, რომ ბავშვი გაიტაცა, მაგრამ როგორც ირკვევა, მოტყუებით წაიყვანა. 60 წელზე მეტი ასაკისაა, ტაქსის მძღოლია. ბავშვი იცნობს და კომუნიკაცია რთული არ იქნებოდა. გამთენიისას დაბრუნდა ბავშვი, სხეულზე ძალადობის კვალი ემჩნეოდა“, - აცხადებს არასრულწლოვნის ოჯახის წევრი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ ორგანიზაცია ,,სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ სოციალურმა მუშაკმა სოფო მუშკუდიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში აუცილებლად იყოს ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახური და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.

,,როდესაც საუბარია არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იყოს ამ პროცესში ჩართული ტრეფიკინგის ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახური, რომ ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას არ შეექმნას საფრთხე, რომ გაეწიოს ბავშვს ფსიქოლოგის მომსახურება, მოხდეს მასთან მუშაობა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩაერთოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს. ამ ყველაფრის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მედიის მიდგომა და აღნიშნული ფაქტის გაშუქება ისე, რომ არ მოხდეს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მედიაში მოხვედრა. ბუნებრივია, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვის სახელით და გვარით, ან ხმით, მისი გამოსახულების ჩვენებით, მაიდენტიფიცირებლად ითვლება, თუნდაც, მისი მეზობლის, თანაკლასელის, თანასკოლელის და არასრულწლოვანთან კავშირში მყოფ პირთა წრიდან რომელიმე ახლობლის ჩაწერა, ამიტომ, ძალზე დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მედიის წარმომადგენლებმა მსგავს ფაქტებზე მუშაობისას“, - განაცხადა სოფო მუშკუდიანმა.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო