ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო - პირველისგან განსხვავებით, „ნაცმოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს" დეპუტატებმა მხარი აღარ დაუჭირეს

ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო.

პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და "ლელოს" დეპუტატებმა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

კანონპროექტს ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს: - მიხეილ დაუშვილმა, შალვა კერესელიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, თამარ კორძაიამ, ჰერმან საბომ, ასევე ავთანდილ ენუქიძემ და ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც პროექტს ხმა მისცა, მადლობა გადაუხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ