ანონსი 9 სექტემბერი

9 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საერთაშორისო პარტნიორები გამართავენ ფორუმს „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები".

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების, აშშ - ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID), ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, აგრეთვე მეწარმეები საქართველოდან და თურქეთიდან.

მის: თელავის ქ. # 20

9 სექტემბრს, 10:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

9 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი ნინო წულაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების მიერ მართული ურბანულ-სამშენებლო პროცესები“.

მის: თავისუფლების 2

საკონტაქტო - 598 43 30 23

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, კალე ურიდია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „შესწავლის შედეგები: როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა მოსამართლეთა სოციალური დაცვის საკითხებზე, რა ხარჯს სწევს ბიუჯეტი მოსამართლეთა საცხოვრებელი ფართის დაქირავებაზე. მოსამართლეების შრომითი ანაზღაურების გადახედვის საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24; 599 291202

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობის რეფორმის კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ.

თემა: „ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადებული კვლევის მიზანი ქმედუნარიანობის რეფორმის შემდგომ, მხარდაჭერის მიმღებ პირთა ყოველდღიური რეალობის, გამოწვევებისა და გამოცდილებების შესწავლა და იმ პრაქტიკული ბარიერების გამოვლენა იყო, რომელსაც მხარდაჭერის მიმღები პირები და მხარდამჭერები აწყდებიან“.

მის: ვარდების მოედანი 1

საკონტაქტო ინფორმაცია: 598 63 93 61 ანა ასტვაცატურიანი

9 სექტემბერს 11:00 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის ლიდერები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შესასვლელში განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „თბილისის პარკინგის გაზრდილი ჯარიმები, თბილისის მერის სავარაუდო პირადი ინტერესები და კორუფციული ფაქტი“.

მის: ჯავახეთის ქ. N64

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა 577148118

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „საფარი“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“.

მის: აკაკი გახოკიძის 11 ა

საკონტაქტო: თამთა კახაბერიძე - 598 856 333

9 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

9 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

9 სექტემბერს, 13:00 საათზე, აუდიტის სამსახურთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბესო დონაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: აგვისტო - სექტემბრის თვეში გახშირებული ხანძრები.

მის: წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.N96 მეტროსადგურ „ისნის“ უკან.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე