საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი - საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიზნესისთვის ხელსაყრელმა გარემომ

საქართველოდან ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, უცხოელ ინვესტორებს საქართველოში არსებული სარფიანი შეთავაზებების შესახებ მოვუყვები, რომელიც ცხოვრების მაღალი ხარისხის და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ბაზრებთან დიდი სიახლოვის გამო არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა, შონ გოფორტმა განაცხადა.

„წინა კვირიდან საქართველოში ვიმყოფები და ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანურმა ნიჭმა, შესანიშნავი ხარისხის დაკავშირებადობამ - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ნაწილებში და, რა თქმა უნდა, ბიზნესისათვის ხელსაყრელმა გარემომ“, - აღნიშნა შონ გოფორტმა, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა, როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა