ეკონომიკის მინისტრი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, თუმცა ის ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება - ახლა მიდის დაზუსტება

ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, მოახერხოს გაფართოება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ფოთის პორტი გაფართოების სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის.

მისი თქმით, ახლა კომპანიაზეა დამოკიდებული ინვესტირების განხორციელება.

„ფოთის პორტთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია „ეიპიემ ტერმინალთან“ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ პორტმა დაინტერესების შემთხვევაში მოახერხოს გაფართოება. ახლა ეს არის ინვესტორის გადაწყვეტილება, თუ როდის და რამდენ ინვესტიციას ჩადებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მინისტრის განმარტებით, მიდის სამუშაოები არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად მოქნილს გახდის სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, პირველ რიგში, ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა. ეს არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდური კომპანია. კვლევა ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი პარამეტრი იცვლება, შესაბამისად მიდის დაზუსტება და ამავდროულად, მიდის სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს არსებულ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. სამუშაო პროცესი მიდის და კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს