The Guardian - პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები პრინცი და პრინცესა გახდებიან

დედოფლის გარდაცვალება ნიშნავს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ვაჟი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი, ახლა ტექნიკურად პრინცია, მისი უმცროსი და ლილიბეტი, „ლილი“ კი - პრინცესა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1917 წელს მეფე ჯორჯ V-ის მიერ დადგენილი პროტოკოლის თანახმად, მონარქის შვილებსა და შვილიშვილებს აქვთ ავტომატური უფლება მიიღონ ტიტული „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და პრინცი ან პრინცესა.

შეგახსენებთ, მეგან მარკლმა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩის პრინცის ტიტული მისი რასის გამო არ მიანიჭეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს