გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაჯის საწარმოებს საქმიანობის უფლება შეუჩერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედ გაჯის საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება, დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიებში სამართალდარღვევები ჯერ კიდევ ივლისის თვეში გამოვლინდა.

ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „სამგორი ველი“ საქმიანობას აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გარეშე, ხოლო შპს „დენმარკი“ სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა.

„საჯარიმო სანქციებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიური შემოწმების მიუხედავად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში განთავსებული გაჯის საწარმოები საკანონმდებლო ჩარჩოებში არ მოექცნენ. შესაბამისად, კომპანიებს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდათ“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, შემდგომი განხილვის მიზნით, გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ