საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ" კანონპროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილებები სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ პროექტში მცირე რედაქციული კორექტივები შევიდა, რომელიც კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა და საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა