ორგანიზაცია „საფარი“ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირის მხრიდან თანამშრომელი ქალის მისამართით სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრობს და რეაგირებას ითხოვს

ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირის მხრიდან თანამშრომელი ქალის მისამართით სექსუალური შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც მან ორგანიზაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 24 აგვისტოს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ ყოფილა.

მისივე თქმით, სექსუალური შევიწროებისა და გენდერული დისკრიმინაციის ფაქტებს იმავე პირის მიმართ სხვა ქალებიც ადასტურებენ და ამას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია.

„გვინდა ვისაუბროთ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, რომელიც მოხდა თავდაცვის ერთ-ერთ უწყებაში. 23 აგვისტოს მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა, გვაცნობა სექსუალური შევიწროების შესახებ და წარმოადგინა მტკიცებულებები. მეორე დღესვე მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელიც თავიდან იყო მტრულად განწყობილი როგორც ამ ქალის, ასევე ჩვენი ადვოკატის მიმართ. 2 კვირაზე მეტია არანაირი რეაგირება არ მოუხდენია უწყებას და არ ვიცით, რა სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ბრალს დებს სექსუალურ შევიწროებაში. მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რომ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და მიიღონ დროებითი ზომები, ვიდრე გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გარემო. მსგავსი ტიპის მოპყრობას იმავე უწყებაში, იმავე პირის მიმართ სხვა ქალებიც ადასტურებენ. ამას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი და მხოლოდ ერთი პირის მიმართ განხორციელებული ქმედება არ ყოფილა. ამ მდგომარეობით, გენინსპექციის წარმომადგენლებს არ აქვთ ცოდნა სექსუალური შევიწროების შესახებ და ვერ ხვდებიან პრობლემის არსს“, - აღნიშნა ბაია პატარაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო