საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან 435%-ით, სომხეთიდან - 444%-ით, თურქეთიდან 181%-ით, საუდის არაბეთიდან - 158%-ით, ბელარუსიდან 107%-ით, ევროკავშირიდან კი 47%-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა

2022 წლის ივლისში საქართველოს საზღვრის კვეთა (შემოსვლა, გასვლა), სასაზღვრო პუნქტების მიხედვით, 2 000 107-ჯერ განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, აქედან 25% საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა იყო, ხოლო 75% - უცხოეთის მოქალაქეების. ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფიქსირდება. კერძოდ, შემოსვლა - 286 944; გასვლა - 295 768. ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 225 074 შემოსვლის ფაქტი, ხოლო 156 882 -გასვლის. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, 2022 წლის ივლისში, 186 064 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, ხოლო გავიდა 172 715 პირი.

უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში უცხოეთის 790 673 მოქალაქე შემოვიდა, აქედან, 24-საათზე მეტი ხნით ქვეყანაში 525 756 მოქალაქე დაყოვნდა; ასევე განხორციელდა 146 828 ტრანზიტი.

შსს-ს ცნობით, საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით (შემოსვლა) ქვეყნების პირველი ექვსეულს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი და ბელარუსი იკავებს. კერძოდ, 2022 წლის ივლისში, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 236 734 პირი, მაშინ, როდესაც 2021 წლის ივლისში ქვეყანაში რუსეთის 44280 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა. შსს-ს მონაცემებით, პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის ივლისში 435%-ით არის გაზრდილი. რუსეთის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მეტი მოქალაქე, 2022 წლის ივლისში, სომხეთიდან შემოვიდა კერძოდ, 153 129 პირი (2021 წლის ივლისში - 28170; ზრდა 444%-ია); 2022 წლის ივლისში საქართველოში თურქეთის 107906 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა (2021 წლის ივლისში - 38 464, ზრდა 181 %); საუდის არაბეთიდან ამავე პერიოდში 45 163 პირი შემოვიდა (2021 წლის ივლისში - 17500, ზრდა - 158 %); ისრაელიდან შემოსულია 27 500 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით მეტია (2021 წლის ივლისში საქართველოში ისრაელიდან 18 597 პირი შემოვიდა). 107%-იანი მატებაა დაფიქსირებული საქართველოში ბელარუსიდან შემოსული ვიზიტორების მონაცემებში. კერძოდ, შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის ივლისში დაფიქსირდა 27 381 ბელარუსის მოქალაქის შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 107 %ით მეტია (2021 წლის ივლისში ბელარუსიდან საქართველოში 13 243 ვიზიტია დაფიქსირებული).

ამასთან, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 43 212 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით არის გაზრდილი (2021 წლის ივლისში 29 303 ვიზიტი ფიქსირდება).

ქვეყნების ოცეული (პირველი ექვსეულის შემდეგ) კვეთების რაოდენობის მიხედვით (შემოსვლა), 2022 წლის ივლისის მონაცემებით, ასეთია: უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ინდოეთი, გერმანია, პოლონეთი, აშშ, უზბეკეთი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, საფრანგეთი, კუვეიტი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ლატვია, ფილიპინები, სირია, პაკისტანი.

შსს-ს ცნობით, უცხო ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე, ვინც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ან გადაკვეთა 31-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში ქვეყნის საზღვარი საქართველოს 247 893-მა მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო ქვეყანაში საქართველოს 242 699 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები კი ასეთია: შემოსვლა 73 770, ხოლო გასვლა 81 411.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს