იაგო ხვიჩია - გენპროკურორის არჩევის ახალი წესი არც არაფერს აკეთებს და არც არაფერს აფუჭებს - არაფერს ცვლის

გენპროკურორის არჩევის ახალი წესი არც არაფერს აკეთებს და არც არაფერს აფუჭებს - არაფერს ცვლის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ცვლილებებს „გირჩი“ რაიმე მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან არანაირი მოლოდინი არ აქვთ, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხება.

„ჩვენ ზოგადად, გვინდა, რომ პროკურორი ქართველმა ხალხმა აირჩიოს, პროკურატურა იყოს დეცენტრალიზებული, არ არსებობდეს ზემდგომი პროკურორები, თავისუფლება გვინდა ამ ხალხს მივანიჭოთ. შესაბამისად, გენპროკურორთან დაკავშირებულ საკითხში ვმონაწილეობთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს საბაბად არ გამოიყენოს და დესტრუქცია არ დაგვაბრალოს სხვა საკონსტიტუციო ცვლილებების (საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების) დროს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის წესს, ეს არც არაფერს აკეთებს და არც არაფერს აფუჭებს, ყველაფერი იგივე იქნება ამ ქვეყანაში ამ ცვლილებების შემდეგ. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ, მივიღებთ არა იმის გამო, რომ გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს, არამედ იმის გამო, რომ სხვა ცვლილებების მიღებისას „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება დესტრუქცია დაგვაბრალოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა