ვანო მთვრალაშვილი - ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავზე ფასები საშუალოდ 50-55 თეთრით შემცირდა - ფასის გაზრდა გამორიცხულია

ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავზე ფასები საშუალოდ 50-55 თეთრით შემცირდა - ჩვენ ვფიქრობთ, რომ საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ფასი გაიზრდება და რაღაცა მოხდება, ეს გამორიცხულია, - ასე უპასუხა „საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, როგორ შეიცვალა საწვავზე ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში.

მისივე თქმით, საქართველოში საწვავზე ფასების შემცირება ნავთობზე ფასების შემცირებას და ლარის კურსის გამყარების პროცესს უკავშირდება.

ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, რიგი კომპანიები საწვავის ფასის სტაბილურობას არათუ შეინარჩუნებს, არამედ ღირებულების შემცირება მოხდება.

„ნავთობზე ფასების შემცირების ტრენდი ივლისის თვის დასაწყისიდან იწყება და განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს ივლისის შუა რიცხვების შემდგომ გახდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, პარალელურად, მცირდება ნავთობპროდუქტების - ბენზინის, დიზელის ფასი. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ასევე, ლარის გამყარების პროცესის დაწყება დოლართან მიმართებაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გავლენა იყო ის, რომ ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე, ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე, ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტზე, საშუალოდ, 50-55 თეთრით არის შემცირებული. მათ შორის, დიზელის საწვავის ფასი, რომელიც კრიტიკულად ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო. დღეს, მიმდინარე ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროდუქტის ფასი ასევე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, როგორც ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, ასევე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, მცირე და საშუალო ქსელებზე. დიზელის საწვავის ფასი 4 ლარს ქვემოთ არის. ეს აბსოლუტურად დადებითი დინამიკაა.

ნავთობზე შედარებით დაბალი ფასები მიმდინარე ეტაპზეც ნარჩუნდება. ბარელი ნავთობი არის 100 დოლარზე ქვემოთ. შეიძლება ითქვას, რომ ბარელი ნავთობის ფასი თითქმის რუსეთ-უკრაინის ომამდელ ფასებს მიუახლოვდა. ამასთან, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დადებით დინამიკა გვაქვს. განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი არა მხოლოდ სტაბილურობას ინარჩუნებს, მცირედით მყარდება კიდეც. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინებიც აქედან გამომდინარე არის ოპტიმისტური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ისე აქტიურად, როგორც წინა პერიოდში იყო. საუბარი იმაზე, რომ ფასი გაიზრდება, რაღაცა მოხდება, ეს გამორიცხულია. დიდი ალბათობით, არათუ სტაბილურობას შეინარჩუნებს, არამედ რიგი კომპანიების მხრიდან ფასების შემცირება მოხდება. რა მოცულობით და რა დოზით მაგას ვერ გეტყვით. ძალიან რთულია ფასის მოცულობის შემცირებაზე საუბარი. ზოგადად, ქვეყანაში მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება“,-განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს