გიორგი ტყემალაძე - ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყებით, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დედაქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგს მიაღწევს.

ამასთან ერთად, გიორგი ტყემალაძემ ავარიული სახლების მესაკუთრეებს კიდევ ერთხელ მიმართა და მათ რაიონის გამგეობებსა და მაჟორიტარებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ერთი კონკრეტული პროექტის დაწყება უმნიშვნელოვანესია. მივმართავ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მესაკუთრეები ავარიული სახლებისა, აქტიურად ითანამშრომლონ როგორც რაიონების გამგეობებთან, ისე მაჟორიტარებთან და გააცნობიერონ, რა სიკეთის მომტანი იქნება ამ პროექტის განხორციელება მათთვის“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გიორგი ტყემალაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს