10 სექტემბერს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი

9, 10 და 12 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 11-12 სექტემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, 12 სექტემბერს კი +25, +30 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 11 სექტემბერს გრილი(დღისით +20, +22 გრადუსი) და დღის პირველ ნახევარში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, 10 და 12 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო