ედუარდ სააკაშვილი - დღეს მამაჩემისთვის პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა - გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია

მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო. დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ,,ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. მისივე განცხადებით, მესამე პრეზიდენტი და მისი სხეული ,,უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში”.

„დღეს მამაჩემისთვის ნამდვილად პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც დიდად არ დარდობს, მისი სხეული უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.

როგორც ედუარდ სააკაშვილმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მისი საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს.

,,დაახლოებით იგივე მდგომარეობა ჰქონდა რაც წინაზე, ბოლოს მამაჩემი ვნახე ივლისში. რაღაცები გაუარესებულად ჩავთვალე - ძალიან ცოტა ენერგია აქვს და რაღაცები ავიწყდება, ტოვებს ავადმყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას. მას აუცილებლად სჭირდება ღირსეული, ღრმა მკურნალობის კურსი. წონაში უფრო დაიკლო და ენერგიის მხრივ წინასთან შედარებით ნაკლები იყო, წინ წასული არ არის არაფერი. მას აქვს მოლოდინი, რომ საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს, ოჯახისაც და მისი მიზანია, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, იქნებ ეს იყოს ერთი გზა, რომ ამას მივაღწიოთ”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო