ავთანდილ ცინცაძე - ჩვენ და ჩვენ მოქალაქეებს ძალიან ძვირი გვიჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებების გამოსწორება

მიხარია, რომ „ველოტრეკის“ ტერიტორია შევინარჩუნეთ - ასე გამოეხმაურა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ცინცაძე განმარტავს, მმართველ გუნდს მთელი ქალაქის მასშტაბით სკოლები, საბავშვო ბაღები და ბევრი სხვა ტერიტორია გაყიდული დახვდა.

„მთელი ქალაქის მასშტაბით სკოლები, საბავშვო ბაღები და ბევრი სხვა ტერიტორია გაყიდული დაგხვდა. დღეს მათ ჰყავთ კერძო მესაკუთრეები. მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე იმ პროცესში, სადაც დედაქალაქის მერის და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებით „ველოტრეკის“ ტერიტორია შევუნარჩუნეთ დიდ დიღომს და დიდ დიღმელებს. ძალიან ძვირი გვიჯდება ჩვენ და ჩვენს მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებების გამოსწორება. უამრავ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა დაშლილი და განადგურებული დაგხვდა, სადაც მრავალბინიანი კორპუსებია აშენებული“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო