ამერიკულ გავლენიან გამოცემებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ ამერიკელ მოგზაურ ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს მასპინძლობს.

მათი ცნობით, ბენჯამინ კემპერი ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: Bloomberg, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic, The Daily Beast, The Guardian, The Wall Street Journal, Thrillist, Time, Saveur და სხვ.

„პრეს-ტურის ფარგლებში ბენჯამინ კემპერმა თბილისი, თელავი, პანკისის ხეობა, მესტია და უშგული მოინახულა. ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის, ლაშქრობის, ფრინველებზე დაკვირვების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ სტატიებს მოამზადებს, რომელსაც მაღალრეიტინგული გამოცემები Daily Beast და Saveur გამოაქვეყნებენ.

პრეს-ტურის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვაა“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს