გრიგოლ ლილუაშვილი - 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული.

როგორც მან პარლამენტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2021 წლის ბოლოს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და დამატებითი გამოწვევები შექმნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.

სუს-ის ხელმძღვანელმა „ჰიბრიდულ საფრთხებზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო.

„საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ხდებოდა აღნიშნულ კამპანიებში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების, ასევე, მათი დაფინანსების წყაროებს გამოვლენა. შესაბამისი დანაყოფების მიერ დგინდებოდა ცალკეულ აქტორებს შორის ურთიერთკავშირები და მათ მიერ საქმიანობაში გამოყენებული მეთოდები. მიმდინარეობდა მოსალოდნელი რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 2021 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და, ზოგადად, უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების მიმართ წარმართული დეზინფორმაციული კამპანიები. პოლიტიკურად დაინტერესებული და ანგაჟირებული პირები სამსახურის მისამართით ავრცელებდნენ აბსურდულ, დამაზიანებელ ბრალდებებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სექტორის წინააღმდეგ მიმართული მსგავს დეზინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიები ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც ნოყიერ ნიადაგს უმზადებს მტრულად განწყობილ ძალებს თავისუფალი მოქმედებებისათვის“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის