ერგნეთში 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე იმსჯელეს

9 სექტემბერს, ერგნეთში 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო ძალისხმევას ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული 122 პირის ხვედრის გასარკვევად.

„საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. ამ ჰუმანიტარული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ერთად იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, ხდება ინფორმაციის გაზიარება.

მონაწილეთა შორის მკაცრად ჰუმანიტარულ დიალოგსა და მათ მუდმივ ერთობლივ ჩართულობას საკოორდინაციო მექანიზმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ოჯახებმა მიიღონ ინფორმაცია და გათავისუფლდნენ გაურკვევლობისგან.

ამ დიალოგის გარდა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სურს, რომ მხარეები უფრო დიდი ძალისხმევით ჩაერთონ მოძიებისა და ამოცნობის, ასევე, ოჯახების მხარდაჭერის პროცესში, რათა ის უფრო ეფექტური და მდგრადი გახდეს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწია მათ ახლობლებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია