გიორგი კახიანის შეფასებით, ოპოზიციას გრიგოლ ლილუაშვილგან კონკრეტული ინფორმაციის მოსმენა კი არ სურდა, არამედ შოუს დადგმა უნდოდა

მათ კონკრეტული ინფორმაციის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ შოუების დადგმა უნდოდათ - ცხადია, ამის შესაძლებლობა მათ არ მიეცემოდათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის დახურულ რეჟიმში მოსმენას და ამ მიზეზით "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა.

კახიანის თქმით, მსგავსი სხდომების დახურვის პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებშიც არსებობს და თუ დეპუტატებს კითხვის დასმა და ამაზე საჯაროდ საუბარი სურდათ, ამის გაკეთება შეეძლოთ, თუ მათი კითხვის პასუხი უსაფრთხოებასთან ან კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ შეეხებოდა.

"როცა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარეობს განხილვა, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა სხდომა იხურება, რადგან ბევრი საკითხია, რაზეც საჯაროდ საუბარი შეუძლებელია, მათ შორის, ეს არის უცხოერი პრაქტიკაც და დასავლეთის სახელმწიფოებშიც ანალოგიურად მიმდინარეობს პროცესი. თუ დეპუტატს მართლაც სურს, რომ მიიღოს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ამის საჯაროდ თქმა შეიძლება, ამისთვის სწორედ ეს ფორმატია. ჩემი აზრით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომის დახურვით უნდა ესარგებლათ, მაგრამ ამის ნაცვლად, დიდმა ნაწილმა სხდომა დატოვა და ამას გაუგებარი მიზეზებით ხსნიან. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეალურად მათ კონკრეტული ინფორმაციის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ შოუების დადგმა უნდოდათ. ცხადია, ამის შესაძლებლობა მათ არ მიეცემოდათ, რადგან საუბარია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე,"- განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დახურული პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება. ლილუაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწიული ანგარიში თავდაპირველად ღია სხდომაზე წარუდგინა. მას შემდეგ კი, რაც მისი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო, მამუკა მდინარაძემ სხდომის დახურვის საკითხი დასვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა