საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე პროფესიულ დღეს ულოცავს სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართულ ენერგეტიკას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი დღემდე რჩება ენერგეტიკის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადების უმაღლეს სასწავლებლად, ენერგეტიკის ფაკულტეტი კი ერთ-ერთ წარმატებულ ფაკულტეტად.

„ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ენერგეტიკოსს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, პროფესიულ დღეს! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღემდე რჩება ენერგეტიკის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადების უმაღლეს სასწავლებლად, ენერგეტიკის ფაკულტეტი კი ერთ-ერთ წარმატებულ ფაკულტეტად. საამაყოა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანესი სამრეწველო საწარმოთა ელექტროტექნიკური სამსახური, მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართულ ენერგეტიკას!

არსებობის მანძილზე სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტმა 25 000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა, რომელთა შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინრები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დარგის განვითარების საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, წარმატებებს გისურვებთ!“ - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის დავით გურგენიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, 1922 წლის 10 სექტემბერს თბილისის გარეუბან ზემო-ავჭალაში, ინჟინერ ივანე მელიქ-ფაშაევის პროექტით საფუძველი ჩაეყარა იმ ეპოქისთვის დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ზაჰესის“ მშენებლობას. დამოუკიდებელ საქართველოში ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე პირველად 2002 წლის 10 სექტემბერს აღინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო