უკრაინის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა კიდევ ხუთმა გემმა დატოვა

უკრაინის ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა კიდევ ხუთმა გემმა დატოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატვირთო გემები აფრიკისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემართებიან.

უწყებაში აცხადებენ, რომ პირველი გემის გასვლის შემდეგ უკვე ექსპორტირებულია 2.6 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ბლოკადის მოხსნის შემდეგ უკრაინის პორტები, საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა 113 გემმა დატოვა.

შეგახსენებთ, უკრაინის სამი პორტი ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის, გაერო-ს, რუსეთისა და უკრაინის მიერ 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად განიბლოკა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს