თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მანქანა მთლიანად დაიწვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამ მომენტისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი.