აგვისტოში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი სადახლოს გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა

2022 წლის აგვისტოში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი სადახლოს გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა. როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, მოსაზღვრე ქვეყნების მიხედვით კვეთების რაოდენობა ორივე მიმართულებით 415 761-ია. უფრო კონკრეტულად, რუსეთისკენ/რუსეთიდან საზღვრის კვეთა 136 130-ჯერ განხორციელდა; სომხეთისკენ/სომხეთიდან - 141601-ჯერ; თურქეთისკენ/ თურქეთიდან - 100083-ჯერ; ხოლო აზერბაიჯანისკენ/აზერბაიჯანიდან – 37170-ჯერ; ამასთან, პორტში შემოსვლა ფიქსირდება 777-ჯერ.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტის ტრანზიტული მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, ასეთია: მსუბუქი - 33 687; სატვირთო - 12 561; ავტობუსი - 775; მოტოციკლი - 193; სპეცტექნიკა - 29.

კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში, სადახლოს გამშვები პუნქტი 47407-მა მსუბუქმა ავტომობილმა გადმოკვეთა, ქვეყნიდან გავიდა 43 948 მსუბუქი ავტომობილი; ყაზბეგის გამშვები პუნქტი ამავე პერიოდში გამოკვეთილი აქვს 45 493 მსუბუქ ავტომობილს, გავიდა - 59 003; სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 21 408 მსუბუქმა ავტომობილმა, გავიდა - 20041.

რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებს, 2022 წლის აგვისტოში, სარფის საბაჟო პუნქტი გადმოკვეთა 19 200-მა სატვირთომ, ხოლო გადაკვეთა - 13 291-მა; ამავე პერიოდში ყაზბეგის გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციიდან გადმოკვეთა 14 378-მა სატვირთო ავტომობილმა, ქვეყნიდან გავიდა 13984 სატვირთო ავტომობილი. მიმდინარე წლის აგვისტოში, წითელი ხიდი გამოკვეთილი აქვს 12 135 სატვირთოს, ხოლო გადაკვეთა 14 212-მა; ამასთან, სადახლოს 7060-მა სატვირთომ გადმოკვეთა საზღვარი, ქვეყნიდან გავიდა 7730 სატვირთო.

რაც შეეხება ავტობუსს, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 1288-მა ავტობუსმა გადმოკვეთა, ხოლო საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაკვეთა - 1264-მა; ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1188-მა ავტობუსმა, ხოლო საზღვარი გადაკვეთა -1232-მა; სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1081-მა და გადაკვეთა 1118 ავტობუსმა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 383-მა მოტოციკლმა, ქვეყნიდან გავიდა 320-მა; ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 374-მა, გადაკვეთა 421-მა; სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 131-მა და გადაკვეთა 154-მა მოტოციკლმა.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ქვეყანაში დაფიქსირდა 477 სატვირთო შემადგენლობის შემოსვლა, გავიდა - 406. ასევე, ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 31 სამგზავრო შემადგენლობის შემოსვლა და ამდენივეს გასვლა. 2021 წლის აგვისტოს მონაცემები, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ასეთია: დაფიქსირებულია 356 სატვირთო შემადგენლობის შემოსვლა, 287-ის გასვლა. სამგზავრო შემადგენლობების რაოდენობა უცვლელია და 31-ს შეადგენს როგორც შემოსვლის, ასევე გასვლის მაჩვენებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს საზღვაო რეისების დინამიკას, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის აგვისტოში, ფოთის პორტში 202 გემი შემოვიდა (2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელი 167 იყო), ხოლო ბათუმის პორტში - 117 (2021 წლის აგვისტოში - 92).

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა