რომეო მიქაუტაძე - პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დარგს უვლიან

პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დარგს უვლიან, რათა ქვეყანაში იყოს უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც გარდაბანი - 2 - ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია - დარგთან კი, 20-წლიანი ურთიერთობა აკავაშირებს.

„ნამდვილად თბილი დარგია - ის ანათებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, შეაქვს ოჯახებში განვითარება და სითბო - დღეს საქართველოს ენერგეტიკის მიღწევები არა ერთი ან ორი, არამედ ყველა თქვენთაგანის, ყველა ენერგეტიკოსის დამსახურებაა. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის", - მიმართა მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს.

ენერგეტიკოსის დღე მეოცე წელია, რაც აღინიშნება საქართველოში. ამ თარიღს საფუძვლად დაედო ზაჰესის მშენებლობის დასრულება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს