ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან

„ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში - ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში უკვე ოცი წელია, ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება. წელს ენერგეტიკოსთა დღე „გარდაბანი თბოსადგური - 2“ -ის ტერიტორიაზე გაიმართა. ენერგეტიკოსთა დღეს დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ ქვეყნის განვითარების და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და ეპოქაში ვიმყოფებით, საქართველოს ახალი ისტორიაც ასე იწყებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნის განვითარება დაუკავშირა ტექნოლოგიების შემოტანას და მათ შორის, პირველი ელექტროსადგური სწორედ მისი ინიციატივით აშენდა თბილისში. ენერგეტიკის წარმატებული განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალ ერაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აქტუალური რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის წარმოების და მთლიანად სექტორის განვითარება. ვფიქრობთ, რომ ბოლო ათწლეული იყო ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული. ჩვენ არაერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ. ეს უკავშირდება როგორც მდგრად, განახლებად ენერგეტიკულ პროექტებს, ისე ისეთ თანამედროვე პროექტს, როგორიც გარდაბნის თბოელექტროსადგურია. ვფიქრობ, მომავალში ჩვენ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ - თქვენთან ერთად, თქვენი პროფესიონალიზმის გარეშე ჩვენს გეგმებზე ლაპარაკი ზედმეტია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებზე პრეზენტაცია გააკეთა მინისტრის მოადგილემ რომეო მიქუტაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული სურათი, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და მთლიანად ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგია გააცნო.

ტრადიციულად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ღვაწლმოსილი და ვეტერანი ენერგეტიკოსების დაჯილდოება იყო - მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის