მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან „ქართული ოცნების“ ოფისამდე ავტომსვლელობით მიემართებიან

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან „ქართული ოცნების“ ოფისამდე ავტომსვლელობით მიემართებიან.

მოძრაობის ლიდერების განმარტებით, დღევანდელი აქცია-მსვლელობა უკრაინის სამხედრო წარმატებას უკავშირდება. მოძრაობა ,,საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, „ერთად უნდა ვიზეიმოთ უკრაინის გამარჯვება და ამავე ერთობით დავამარცხოთ საქართველოში რუსეთის მოყვარე ხელისუფლება“.

„ჩვენი მოძმე უკრაინა ბოლო დღეებში წარმატებებს აღწევს სამხედრო თვალსაზრისით და დიდი ტერიტორიები გაათავისუფლა ოკუპანტი რუსებისაგან. ჩვენ ეს გვიხარია, რადგან რუსეთი არის ჩვენი მტერი. ჩვენ გვმართავს რუსული ხელისუფლება, ამიტომ რუსული მარცხი გვახარებს და ამის აღსანიშნავად ვართ აქ. ჩვენ უკრაინის გამარჯვება მოგვცემს სტიმულს, რომ რუსული რეჟიმი დავამარცხოთ, ამიტომ მოვედით ერთის მხრის საზეიმოდ და მეორეს მხრივ იმის დასადასტურებლად, რომ აქაც გვყავს რუსები დასამარცხებელი”, - აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ