ანონსი  12 სექტემბერი

12 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტთან, გუნარ შელენბერგერს შეხვდება.

12 სექტემბერს, 10:45 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ახალი სატრანსპორტო პროექტი, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს - რას მოიცავს რეფორმა და რა შედეგებს მოიტანს საგზაო უსაფრთხოების, პარკირებისა და საცობების მართვის კუთხით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

12 სექტემბერს, 10:50 საათზე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტთან, გუნარ შელენბერგერს შეხვდება.

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ახალი სატრანსპორტო პროექტი, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს - რას მოიცავს რეფორმა და რა შედეგებს მოიტანს საგზაო უსაფრთხოების, პარკირებისა და საცობების მართვის კუთხით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

12 სექტემბერს, 11:00 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის შეხვედრა გაიმართება.

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგა გზირიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ საპარლამენტო გუნდის სახელით პარტიის ოფისში განცხადება გაკეთდება.

თემა: „საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების საიდუმლო კავშირები“.

მის: სადგურის მოედანი 2

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის.: დ. უზნაძის 52.

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმებ დავით და გუგა კაკულიების სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12 სექტემბერს, 12:30 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მური ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

12 სექტემბერს, 13:00 საათზე, კულტურის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

12 სექტემბერს, 13:00 საათზე დიდი ბრიტანეთის საელჩოში იხსნება სამძიმრის წიგნი დედოფალის გარდაცვალების შესახებ. "ლელოს" ლიდერები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია საელჩოში სამძიმრის გამოსაცხადებლად მივლენ 13:00 საათზე.

12 სექტემბერს, 13:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსს „იმოქმედეთ“ გამართავს.

საკონტაქტო: 598 43 30 23

12 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

12 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12 სექტემბერს, 17:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება კრებულის „ჩემო უკრაინა“ პრეზენტაცია.

ღონისძიების ორგანიზატორია გულიკო ზუმბაძე და წიგნი მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის პრეზენტაციას დაესწრება უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი და ატაშე კულტურის მიმართულებით.

მის: ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო