მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები „ქართული ოცნების“ ოფისთან, უკრაინის მხარდასაჭერ აქციას მართავენ.
მოძრაობის წევრები "ქართული ოცნების" ოფისამდე ავტომსვლელობით მივიდნენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების” ოფისი არის ბოროტების განსახიერება საქართველოში, რადგან ,,უსინდისოდ და უნამუსოდ გადაწყვიტეს, რომ მხარი დაეჭირათ ოკუპანტი რუსეთისთვის”.
„ომის მეორასე დღეს მოვედით ,,ქართული ოცნების” ოფისთან და გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი მათთვის - ის ფსონი, რომელიც მათ რუსეთზე დადეს, არ გამართლდა. ეს ოფისი არის ბოროტების განსახიერება საქართველოში, უსინდისოდ და უნამუსოდ გადაწყვიტეს, რომ მხარი დაეჭირათ ოკუპანტი რუსეთისთვის. მინდა მათ ვუთხრა, რომ რუსეთის დამარცხებასთან ერთად ახლოვდება მათი წასვლის დრო და თარიღი”, - აღნიშნა მოძრაობა „საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა ალიკა კუპრავამ.