ირაკლი ღარიბაშვილი - ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.

“შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა