საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ყოველდღიურად ჩართულია 13-დან 18 წლამდე 300-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ჟიურის როლსაც ასრულებენ: წინასწარ შერჩეული ფილმებიდან გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს და საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელთა რეჟისორებსაც „თაობის“ სახელით, გადაეცემათ ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და გასართობ აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ უცხოელ რეჟისორებს, მსახიობებს და სფეროს პროფესიონალებს, გაიზიარონ მათი გამოცდილება და მიიღონ დამატებითი ცოდნა.

კინოპროგრამა ორ სექციას მოიცავს: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 13-15 წლის ახალგაზრდებისთვის. ნაჩვენები იქნება 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ხოლო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც, ნაჩვენები იქნება ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი.

ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ლექციების, ვორქშოფებისა და მასტერკლასებისგან. პროგრამა მოიცავს ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მათ შორისაა: კინოკრიტიკა, კინოს ისტორია, ლიტერატურა, სცენარის განვითარება, მედია, რეჟისურა, პროდიუსინგი და სხვა.

„თაობის აკადემია“ - კინოხელოვნებით დაინტერესებულ 19-22 წლის, წინასწარ შერჩეულ 20 სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დაესწროს პროფესიული განვითარების ლექციებს, პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მიმდინარე წელს პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები და სფეროს პროფესიონალები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ჩეხეთი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, ესტონეთი, ირანი, რუმინეთი, შვეიცარია და საქართველო.

„თაობა“ ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებაზე ორიენტირებული ერთადერთი კინოფესტივალია საქართველოში, რომელიც 2018 წელს ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებას და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

არსებობის ხუთი წლის განმავლობაში, „თაობაში“ მონაწილე ასობით ახალგაზრდამ განივითარა შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის საშუალება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, „თაობა“ იყო ფაქტობრივად ერთადერთი კინოფესტივალი ქვეყანაში, რომელიც 2020 წელს სრულად, ფიზიკური ფორმატით ჩატარდა. ამავე პერიოდში გაღრმავდა საერთაშორისო თანამშრომლობა, ფესტივალი გახდა ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის წევრი, დაამყარა თანამშრომლობა ათობით მსგავსი ტიპის ფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის კინოაკადემიასთან თანაშრომლობით, ორგანიზებას უწევს ევროპული კინოს დაჯილდოების ოფიციალურ საკონკურსო კატეგორიას - „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“. კინოაკადემიის ინიციატივით, „თაობა“ 2022 წელს გახდა „ევროპული კინოკლუბების“ ეროვნული კოორდინატორი საქართველოში.

ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; იტალიის საელჩო საქართველოში და კინოთეატრი „ამირანი“.

www.taobaff.ge

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე