შალვა პაპუაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო - ის დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კინოსა და თეატრის მსახიობის, მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით, მიხეილ გომიაშვილის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს მიუსამძიმრა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მსახიობის, მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. ის დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო