პაატა მანჯგალაძე - მივიღებთ თუ არა ომბუდსმენთან დაკავშირებით პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას, ამაზე მსჯელობა არ გვქონია - ჩემი პოზიციაა, რომ ამ ფარსში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ

მივიღებთ თუ არა ომბუდსმენთან დაკავშირებით პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას, ამაზე მსჯელობა არ გვქონია - ჩემი პოზიციაა, რომ ამ ფარსში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს დემოკრატიის სახელით მისთვის სასურველი კანდიდატი დაამტკიცოს.

"ნამდვილი ინკლუზიური პროცესი იყო ის პრაქტიკა, რომლითაც მოხდა უჩა ნანუაშვილის და ნინო ლომჯარიას არჩევა, როცა 100- ზე მეტი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული შერჩევის პროცესში და არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო პროცესზე. ახლანდელი ვითომ ზეინკლუზიური პროცესი, როგორც "ქართული ოცნება" ამბობს, სინამდვილეში არის ის, რომ პაპუაშვილი შეარჩევს ორგანიზაციებს, რომლებმაც უნდა შეაფასონ კანდიდატები, ჩვენ ამას მხარი არ დავუჭირეთ და რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არის დემოკრატიის, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობის საფარქვეშ კანდიდატის შერჩევის პროცესში ხელისუფლების ჩარევის მცდელობა, რომ დემოკრატიის სახელით გაიყვანოს მისთვის სასურველი კანდიდატი. ამ საკითხზე "სტრატეგია აღმაშენებელში" ჯერ არ გვიმსჯელია, უნდა გადავამოწმო შეტყობინება მიიღო თუ არა ხათუნა სამნიძემ - პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, შემდეგ ერთობლივად გადავწყვეტთ, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ თუ პროცესი არის ფარსი და მხარი არ დავუჭირეთ, არც ამ ფარსში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა",- განაცხადა მანჯგალაძემ.

არსებული ინფორმაციით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა