GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმში “ევროპის ინოვაციების აკადემიის” ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” ბათუმში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობა წელს ასმა სტუდენტმა მიიღო.

სტუდენტები 11 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. პროგრამას საერთაშორისო სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან შემოუერთდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ინდოეთი, ნიგერია და პაკისტანი.

„ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდა.

სასწავლო პროგრამა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა წარმართეს.

EIA პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად უნივერსიტეტში (ან დაასრულეს მიმდინარე წელს) ირიცხებიან, დაინტერესებულნი არიან, შეისწავლონ მეწარმეობა და ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას განიხილავენ. ბანაკში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას წარმოადგენს. 2013 წლის შემდეგ, როდესაც პირველი პროგრამა განხორციელდა, EIA-მ შეძლო, განათლება ოთხმოცდახუთი ქვეყნიდან წარმოდგენილი 17,000 სტუდენტისთვის მიეცა. EIA-ს პროგრამა თავისი შინაარსის, სტრუქტურის, მიდგომის და მეწარმეობის დარგის სწავლების მხრივ უნიკალურია. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონ ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა Financial Times-მა (ლონდონი) EIA ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერების სიაში შეიყვანა.

აღნიშნული პროგრამის ჩატარება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული და 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს, წამოიწყოს განახლებული, ორ კვირიანი პროგრამა 300 სტუდენტისთვის საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2023 წლის პროგრამაში ჩართული იქნება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, Google-ი, Facebook-ი, nVidia, ასევე, მრავალი ე.წ. „ენჯელ ინვესტორი“ და ვენჩურული კაპიტალისტი სილიკონის ველიდან და ევროპიდან. მომდევნო წლებში, EIA გეგმავს, სტუდენტების რიცხვი 500-მდე გაზარდოს.

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა