კახეთში, წინანდლის მამულში, რიგით მეექვსე ფესტივალი - Jazz and Wine Kakheti გაიმართება

15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი -Jazz and Wine Kakheti გაიმართება.

„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალს წელს პირველად ეყოლება სტუმარი ქვეყანა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები.

Jazz and Wine Kakheti -ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის 20-ზე მეტ მწარმოებელს, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება (როკლენდის ფერმა და მეღვინეობა Nathan Zeender from Rockland Farms and Winery), მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო. სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan), სტუმრებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება.

წინანდლის მამულში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 13.00 ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თიბისის“ აქვეყნებს ფესტივალის პროგრამასაც:

15:00 ამფითეატრი - ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულ ელის ფრანსისს მოუსმინონ https://youtu.be/Y_RvfQrNhiE ALICE FRANCIS "Queen of Electro Swing”

20.00 ბოლრუმში გაიმართება, ახალგაზრდა ჯაზ კომპოზიტორის ჯილდოს მფლობელი, კეილი ოდოერტის კვინტეტის კონცერტი, https://youtu.be/WRRXKCF-NkY CALI O’DOHERTY Quintet

22.00 ამფითეატრის სცენაზე კი გერმანული ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი“ წარსდგება, რომელიც წელს თავის 25 წლის საიუბილეო ტურის ფარგლებში სტუმრობს წინანადალს : https://youtu.be/WsHY_4RW0_Y DE-PHAZZ

ფესტივალის დიჯეი: დათუნა მაჩაიძე

წლევანდელი ფესტივალის სიახლე იქნება „ჯაზი ბავშვებისთვის“.

16 ოქტომბერს, 10.00 ბოლრუმში, კეილი ოდოერტის კვინტეტი ბავშვებს ჯაზის სამყაროში კარს შეუღებს. ფესტივალის პატარა სტუმრებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით. კეილი, ამერიკაში, ლინკოლნ ცენტრში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის განათლების პროგრამაზე მუშაობს.

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს „თიბისი კონცეპტი“. ოფიციალური სპონსორი ვიზა სპონსორი კომპანიებია: პორშე, აპარტ დეველოპმენტი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და აშშ საელჩო. მასპინძელი სასტუმროები: "რედისონ ქოლექშენი" და "პარკ ჰოტელ წინანდალი". ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: "TVიმედი", რადიო "ფორტუნა", ინტერნეტ პლატფორმა "მარკეტერი". ტექნიკური მხარდამჭერები: „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი.“

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. „თიბისი კონცეპტ“ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება „თიბისი ერთგულის“ ბარათებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო