შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში თავშესაფრის მიღების მოთხოვნაზე მიმართვა გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია და მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მისივე თქმით, მომართვების რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულია კონფლიქტური რეგიონებიდან.

„კონფლიქტებიდან გამომდინარე, მომართვები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. რა თქმა უნდა, უკრაინიდან გვაქვს მომართვიანობის ზრდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ავღანეთის კრიზისი იყო და შესაბამისად, მომართვებმა ასევე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მოიმატა. ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას. გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული მათი მოთხოვნა დროულად განვიხილოთ და სწრაფადვე იქნას გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის და ჩვენ ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს ვუმკლავდებით, რაც არის“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა