„თიბისი“ ევროპის ინოვაციების აკადემიის საერთაშორისო ბანაკის მხარდამჭერია

5-9 სექტემბერს, ბათუმში ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) მიერ ორგანიზებული ინოვაციისა და ლიდერობის საერთაშორისო ბანაკი გაიმართა. პროექტში მონაწილეობა 100-მა სტუდენტმა მიიღო, 11 ქვეყნიდან, რომელთაგანაც 50 ქართველია, 50 კი - საერთაშორისო სტუდენტი. საერთაშორისო სტუდენტებს შორის იყო პროექტ Safe Haven-ის მონაწილე 12 უკრაინელი გოგონა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთკვირიან ინტენსიურ საზაფხულო ბანაკში სტუდენტებმა გაიარეს მეწარმეობის და ლიდერობის პროგრამა, რომელსაც უძღვებოდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

„ინოვაციების ბანაკი საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ყოველწლიურად იმართება. ამჯერად, ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში მიიღონ, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო დონის განათლება.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მეწარმეობის მიმართულებებით. ის მომავალ სტარტაპერებს აძლევს სწორ მიმართულებას და უადვილებს გზას, აქციონ საკუთარი ინოვაციური იდეები ტექნოლოგიურ სტარტაპებად.

ინოვაციების ბანაკს მასპინძლობს ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA). პროექტის მხარდაჭერები კი არიან: „თიბისი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტი, სტარტაპ ქონექთი, US MAC და სხვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ევროპის ინოვაციების აკადემიის საზაფხულო ბანაკის მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია „თიბისის“ მიზნებთან, რომელიც თავისი განვითარების მეოთხე ათწლეულს ახალი თაობის მხარდაჭერას, მათ განათლებას და სამეწარმეო და ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას მიუძღვნის. „თიბისისთვის“ საამაყოა ევროპის ინოვაციების აკადემიასთან ამ პროექტში თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ახალგაზრდებისთვის მსოფლიო დონის განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის საქმეში“, - აცხადებს, „თიბისის“ ბრენდ ანალიტიკის ლიდერი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მაყაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა