სოფელ დიღომში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მაჭავარიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. თავდაპირველად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

სოფელ დიღომში, გასულ წელს კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა. მაჭავარიანის ქუჩის დაგებით კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების მოწესრიგებას მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის.

მაჭავარიანის ქუჩის პროექტი საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო