იურიდიული ფირმა BLB - სულხან პაპაშვილს არა აქვს და არც წარსულში ჰქონია რაიმე კავშირი რუსულ ბიზნესთან

ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე განთავსებულ სიას. სიაში მითითებულია ფიზიკური პირები, რომლებიც პორტალის შემქმნელთა სურვილის თანახმად, უნდა დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული უკანონო ომის მხარდაჭერის გამო.

ამ სიაში მითითებულია ქართველი ბიზნესმენი ბატონი სულხან პაპაშვილიც, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და მრავალი წლის განმავლობაში იურიდიული ფირმა BLB-ის კლიენტია.

ჩვენმა ფირმამ დაუყოვნებლივ მიმართა სათანადო ზომებს ზემოთ აღნიშნული პორტალის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის შინაარსსა და ბრალდებებზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად, შემდგომში მათ მიმართ შესაძლო სამართლებრივი დავის ორგანიზების მიზნით. ამავდროულად, მივმართავთ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოში, თავი შეიკავონ ჩვენი კლიენტის, ბატონი პაპაშვილის მიმართ გადაუმოწმებელი და მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დამაზიანებელი საჯარო განცხადებებისაგან.

მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, ჩვენს კლიენტთან დაკავშირებით მითითებულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის დეტალური განხილვა ამ ფორმატში, რამეთუ თავად ეს ინფორმაცია არაფრისმთქმელია, არ ემყარება რაიმე პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებებს, არგუმენტებს და ამასთანავე შეიცავს უამრავ ფაქტობრივ და ლოგიკურ უზუსტობას.

ჩვენ უფლებამოსილი ვართ განვაცხადოთ, რომ ბატონი სულხან პაპაშვილის მოხსენიება ამგვარ ნეგატიურ კონტექსტში, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, ორგანიზებულია მისი ბიზნეს კონკურენტების მიერ, რომლებმაც, როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანეს პორტალის ადმინისტრატორები.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბატონ სულხან პაპაშვილს არა აქვს და არც წარსულში ჰქონია რაიმე კავშირი რუსულ ბიზნესთან, მით უმეტეს, არასდროს განუხორციელებია საქმიანობა, რომელიც რაიმე ფორმით ხელს შეუწყობდა საერთაშორისო სანქციების სამიზნე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს თავი აერიდებინათ დაწესებული შეზღუდვებისათვის. ბატონი სულხან პაპაშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2003 წელს დაასრულა საქმიანობა საჯარო სამსახურში. ამ დროის განმავლობაში მას არასდროს მიუღია ფინანსური რესურსები და/ან უწარმოებია ანგარიშსწორება რუსული წარმომავლობის ბიზნეს სუბიექტებთან. ბატონ სულხან პაპაშვილს არასდროს მიუღია მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში და მას არასოდეს ჰქონია რაიმე აფილიაცია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

რაც ყველაზე მთავარია, უკრაინაში მიმდინარე სასტიკ და არაადამიანურ მოვლენებთან ჩვენი კლიენტის, ბატონი სულხან პაპაშვილის რაიმე ნეგატიური ფორმით დაკავშირება იწვევს ომის პრევენციის საერთაშორისოდ აღიარებული ზომებისა და ღონისძიებების, მათ შორის საერთაშორისო სანქციების, დისკრედიტაციას. დაუშვებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ომის შესაჩერებლად შექმნილი ეს მექანიზმი იქცეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, ანგარიშსწორებისა და პირადი სარგებლის მიღების საშუალებად.

ჩვენი იურიდიული ფირმა მზადაა უპასუხოს ბატონი სულხან პაპაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას.

იურიდიული ფირმა BLB -ის მმართველი პარტნიორი,

კახა შარაბიძე

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა