კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებულ კონკურსზე - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კონკურსი ოთხ მიმართულებას მოიცავს: საგამომცემლო საქმიანობა; დიზაინი და რეწვა; ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა); მედია ხელოვნება.

„გასულ წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ (UCCN) წევრი მედია ხელოვნების მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნულმა მოვლენამ ასახვა ჰპოვა 2022 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ და გაჩნდა ახალი, პრიორიტეტული მიმართულება - მედია ხელოვნება, რომელიც თავის მხრივ, ბევრ აქტუალურ მიმდინარეობას მოიცავს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე (ინდივიდუალური მეწარმე) ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაა აუცილებელი, ხოლო განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 24 სექტემბერი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია