ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, თელავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და მოქალაქეებმა, ფინანსური წნეხის გარეშე, შეძლონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღება.

„საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც მაისში დამტკიცდა, ასახულია ის ნაბიჯები, რომლებიც ფარმაცევტული ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის გაზრდის გზით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ასევე, სამედიცინო სერვისების ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩვენი ინიციატივით, 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება გაუჩნდებათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად კი აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმების რეფორმა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რიგით 72-ე სესია ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა გახსნა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მაღალი დონის დელეგატები ესწრებიან.

ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჯანდაცვის მინისტრთან ერთად პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო