აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებია

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას

უცხოური მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში "ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით".

განცხადებაში ნათქვამია, რომ "სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებულ მიწებსა და გზებზე ნაღმებს ათავსებდნენ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა შეტაკებები".

როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ამასთან, სომხური მხარის ცნობით, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიისა და მსხვილკალიბრის ქვემეხებიდან სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს გორისის, სოტკისა და ჯერმუქის მიმართულებით.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერი არამ ტოროსიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მტერი უპილოტო თვითმფრინავებსაც იყენებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში