ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

მათივე განცხადებით, მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ.

„ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“, - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა და მათი საერთო შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს. რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.

„რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. 130-მდე კომპანიამ სხვადასხვა მოცულობის ყურძენი უკვე გადაამუშავა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდეს და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა შენარჩუნდეს. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

მათივე განცხადებით, მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ.

„ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“, - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა და მათი საერთო შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს. რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.

„რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. 130-მდე კომპანიამ სხვადასხვა მოცულობის ყურძენი უკვე გადაამუშავა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდეს და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა შენარჩუნდეს. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია