პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე - ჩვენ გვაქვს პროექტი, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვდივართ, თუ შესაძლებელი იქნება, შევთანხმდეთ და ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ, მხარს დავუჭერთ

დეტალები უნდა ვნახოთ, ჩვენ მზად გვაქვს ჩვენი პროექტი, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვდივართ, თუ შესაძლებელი იქნება, რომ შევთანხმდეთ და ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ელექტრონულად არჩევნების ჩატარების თაობაზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნების გაყალბების რისკებს ამცირებს.

"ჩვენ ოპოზიციას გვაქვს რეფორმა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით, თუ ამას გულისხმობს კობახიძე, თუ ესტონურ ელექტრონულ მოდელზეა საუბარი... დეტალები უნდა დავაზუსტოთ, როგორი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, უნდა ვნახოთ კონკრეტულად ინიციატივა და შემდეგ ვიტყვით, ვეთანხმებით თუ არა. ისე ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელს" მზად გვაქვს ჩვენი პროექტი, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვდივართ, თუ შესაძლებელი იქნება, რომ შევთანხმდეთ და ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ, დეტალები უნდა ვნახოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ გაყალბების ადამიანური მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს "ქართულ ოცნებას". ტექნოლოგიის გამოყენება ამცირებს ადამიანის მანიპულაციის, შეცდომის და არჩევნებზე ადამიანის გავლენის რისკებს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, "ქართული ოცნება" არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა