20 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 20 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალკურსდამთავრებულებმა სპეციალური სტაჟირების პროგრამა სააგენტოს სპეციალსტებთან გაიარეს, რის შემდეგაც საველე სამუშაოებში ჩაერთვებიან.

თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე 2022-2023 წლებში განხორციელდება.

„პროექტის მიზანი ტყის მართვის დაგეგმვის გაუმჯობესებაა, შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციასთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის 40 928 ჰა ფართობზე ტყის აღრიცხვა სტატისტიკური მეთოდითაც (FMI) განხორციელდება, რაც მონაცემთა უკეთესი ანალიზის და გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. სპეციალური სტაჟირების პროგრამას ეროვნული სატყეო სააგენტო 2019 წლიდან ახორციელებს და დღემდე, ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებულია 45 ახალგაზრდა”,-აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი - ECO.Georgia GIZ-ისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ხორციელდება და საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებას ხელს უწყობს. პროექტი მიზნად სათბური აირების შერბილებას, ტყეების მართვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს, რათა ტყეზე ზეწოლა შემცირდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა