GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა

GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა, რომელშიც ქართველი სტარტაპები მონაწილეობდნენ.

GITA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული 2022 წლის 30 სექტემბერს სილიკონის ველზე მსოფლიოს უდიდესი სტარტაპ კონკურსის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრება, სადაც ერთმანეთს 70 რეგიონალური კონკურსის რჩეული სტარტაპები შეეჯიბრებიან. მთავარი პრიზის მფლობელი 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.

„Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს ექსპერტთა საერთაშორისო ჟიური გაუძღვა, მათ შორის სილიკონის ველიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან. კონკურსის ჟიური შედგება ისეთი სტუმრებისგან, როგორიც არიან Google Germany-ის სტარტაპებისა და VC-ს ხელმძღვანელი ნინა ლევჩუკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის უფროსი ინვესტიციების პროფესიონალი ლევან შალამბერიძე.

კონკურსი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით იმართება. ორგანიზატორები აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი და Startup Connect, ხოლო პარტნიორები მეღვინეობა ჩელთი, მედიალაბი და ბათუმის მერია არიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო